ფეხბურთი

22:20 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" დირექტორი მამარდაშვილზე: "უნდა იყოს შემოთავაზება, რომელიც ჩვენ და ფეხბურთელს მოეწონება"

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იყო ინტერესი, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.

„ხავი გერას და მამარდაშვილის წასვლა? არაფერია გადაწყვეტილი. დიახ, იყო ზარები, ინტერესი, მაგრამ რაც მთავარია, ისინი კონტრაქტით „ვალენსიას“ ფეხბურთელები არიან და რჩებიან მწვრთნელის განკარგულებაში. ინტერესი ყოველთვის არის, მაგრამ მთავარია, რომ არავინ წასულა.

გუნდში მამარდაშვილის და დიმიტრიევსკის ერთად ყოფნა? სანამ ფინანსურად ეს შესაძლებელია, შეგვიძლია გუნდში კონკურენცია იყოს. ბაზარზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აზრი არ აქვს. უნდა იყოს შემოთავაზება, რომელიც ჩვენ და ფეხბურთელსაც მოეწონება. ყოველდღიურობით უნდა ვიცხოვროთ და ვნახოთ რა იქნება“, - თქვა კორონამ.

შეგახსენებთ, რომ როცა „ვალენსიამ“ დიმიტრიევსკის ტრანსფერი დაადასტურა (რამდენიმე კვირის წინ), ესპანური მედია წერდა, რომ მამარდაშვილის გაყიდვა გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ესპანური კლუბი მასში 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც ჯერჯერობით, დაინტერესებული კლუბების სიმცირეა და დიდი შანსია, მამარდამ მომდევნო სეზონიც „ვალენსიაში“ გაატაროს.

ქართველ მეკარეს „ვალენსიას“ მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კონტრაქტი კი, 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.115643