ფეხბურთი

17:24 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: პსჟ კვარაცხელია-ოსიმენში 200 მილიონ ევროს იხდის

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა.

წყაროს თანახმად, ეს შეთავაზება აურელიო დე ლაურენტისისთვის მიუღებელია, რადგან ორივე ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს. უფრო მეტიც, ივნისში, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე პსჟ-ს 110 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა. „აძურის“ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კვარა ამ ზაფხულს არანაირ ფასად არ იყიდება.

განსხვავებული სიტუაციაა ოსიმენთან დაკავშირებით, რომლის გაყიდვაზე ნეაპოლელები წინააღმდეგი არ არიან. ნიგერიელის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროა. საყურადღებოა არაბული ბაზარიც, სადაც შეიძლება ოსიმენი გადავიდეს. „ნაპოლის“ მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავს - რომელუ ლუკაკუ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, „ნაპოლი“ მასთან აგრძელებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის განახლებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული არაა.

„ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო, ქართველი შემტევი კი, ჯერ შვებულებაშია და გუნდს 25 ივლისს უნდა შეუერთდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.676931