ფეხბურთი

1:44 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მესამე გოლმა გაგვტეხა"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ „ლუდოგორეცთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს და მეტი გოლის გატანა შეეძლოთ.

"დღევანდელი მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველი ტაიმი "ლუდოგორეცის" უპირატესობით წარიმართა, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ცოტას ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ. პირველი ტაიმი უნდა შევიტანოთ "ლუდოგორეცის" აქტივში. მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვედით, გავიტანეთ გოლი, გვქონდა მომენტები. გარკვეულ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა, ასე რომ, ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. შეიძლება ითქვას, რომ მესამე გოლმა ცოტა გაგვტეხა. ეს გოლი ჩვენი შეცდომის გამო მივიღეთ და ვფიქრობ, "ლუდოგორეცმა" ამ გოლით დამატებითი ენერგია მიიღო, ჩვენ კი პირიქით - თავდაჯერება დავკარგეთ.

შემდეგ მატჩს სახლში ვთამაშობთ. გავაანალიზებთ საკუთარ შეცდომებს, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით. მინდა ასევე დავძინო, რომ ამ თამაშმა ჩვენ ფეხბურთელებს გარკვეული გამოცდილება შესძინა. განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით. ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ", - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „ლუდოგორეცის“ საპასუხო მატჩი 17 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10791