უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში უკრაინის ნაკრები საქართველოს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნაკრები საშინაო მატჩებს პოლონეთში ატარებს. შესაბამისად, უკრაინა-საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, პოზნანში გაიმართება. დღესვე გაირკვა, რომ უკრაინელები ჩეხეთთან საშინაო თამაშს ვროცლავში ჩაატარებენ.
ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:
საქართველო - ჩეხეთი (I ტური, 7 სექტემბერი)
ალბანეთი - საქართველო (II ტური, 10 სექტემბერი)
უკრაინა - საქართველო (III ტური, 11 ოქტომბერი)
საქართველო - ალბანეთი (IV ტური, 14 ოქტომბერი)
საქართველო - უკრაინა (V ტური, 16 ნოემბერი)
ჩეხეთი - საქართველო (VI ტური, 19 ნოემბერი)