ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის ნახევარფინალში საფრანგეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, 26 გენიოსის მწვრთნელია და მის გუნდს მომატება კიდევ შეუძლია.
„ლამინი ისეთ რაღაცებს აკეთებს, შეიძლება გახდეს ამ სპორტში ძალიან დიდი, მაგრამ მიწაზე მყარად უნდა დავრჩეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ამაში და საუკეთესო გზით განვავითაროთ. მშვიდად უნდა იყოს, ძველ რომში, როდესაც კეისარზე საუბრობდნენ, ამბობდნენ: „გახსოვდეთ, რომ ის მოკვდავია“. იამალი ბევრად გამოცდილ მოთამაშეს ჰგავს, მიხარია, რომ ჩვენს გუნდია და იმედი მაქვს, რომ წლების განმავლობაში ვისიამოვნებთ.
მე უნდა შევინარჩუნო რწმენა ამ გუნდის მიმართ, ისინი ყოველთვის საერთო მიზნისთვის მუშაობენ, ძალიან გულუხვები არიან ამ კუთხით. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეს დაუოკებელი გუნდია და ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების მწვრთნელობა შემიძლია.
ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს ბევრად მეტის და უკეთესად გაკეთება შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი საფეხბურთო იდეა ჩვენს თავდაჯერებულობას ემყარება, გვინდა ჩვენი ძალებით ვითამაშოთ.
ვიცი, რა შეუძლია დანი ოლმოს, მას მხოლოდ დრო სჭირდებოდა ტრავმის დასაძლევად, ინტეგრირებისთვის და რიტმის დასაბრუნებლად, რომელიც მას სჭირდებოდა. მადლობელი ვარ დანის იმისთვის, რაც ჩვენთვის მოედანზე მოაქვს. მადლობელი ვარ, რომ 26 გენიოსის მწვრთნელი ვარ, გაგვიმართლა, რომ ახალგაზრდა გუნდი გვაქვს, რომელსაც წინ ბევრი ასპარეზობა ელოდება. დანი დღეს ჩვენი სტანდარტების მატარებელია. ფინალი? მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთულად ჟღერდეს, დარწმუნებული ვარ, მომატების პოტენციალი გვაქვს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ფინალში 14 ივლისს, ინგლისის ან ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.