საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, იმედგაცრუებულია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ვერ ითამაშა.
„მქონდა ამბიცია გავმხდარიყავი ევროპის ჩემპიონი, მქონდა ამბიცია კარგი ევროპის ჩემპიონატი მქონოდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამიკეთებია. ეს იმედგაცრუებაა. რაც შეეხება მატჩს, ესპანეთი კარგი გუნდია, ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ფინალში გავიდნენ, ჩვენ არ ვიყავით კარგები, მაგრამ ეს არის ფეხბურთი.
დეშამმა გასახდელში თქვა, რომ თავი არ უნდა დავხაროთ, ფეხბურთში ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. ორი გოლი სწრაფად გავუშვით, ვცადეთ რეაგირება, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. შედეგიდან ჩანს, რომ არ გავაკეთეთ საკმარისი იმისათვის, რომ ფინალში გავსულიყავით. ბოლო წუთებზე ვფიქრობ, რომ უნდა გამეტანა ან მინიმუმ კარში ბურთი მომერტყა“, - აღნიშნა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ევრო 2024 ერთადერთი გოლით დაასრულა, რომელიც პოლონეთის წინააღმდეგ პენალტით გაიტანა.