ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ნიდერლანდებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოთამაშეთა ზღაპრული ჯგუფი მყავს. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად, განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ, როგორც მწვრთნელებს, ისე ფეხბურთელებს. ლუკ შოუ? მას 4 თვე გაუცდა და ამ დრომდე თამაში არ შეეძლო. უნდა გადავწყვიტოთ, შეუძლია თუ არა ძირითადში თამაში, მაგრამ კირან ტრიპიერმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, ის საოცარი ბიჭია და ძალიან მიხარია, რომ მისნაირი ფეხბურთელები გუნდში გვყავს.
ამ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ატმოსფერო სტადიონებზე, ჩემმა ფეხბურთელებმა ამ მხრივ განსხვავებული ემოციები განიცადეს ბოლო სამ ტურნირთან შედარებით. ატმოსფერომ თამაშებს განსხვავებული შეგრძნება შესძინა, დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება.
ნიდერლანდები დაცვაზე ორიენტირებული ნაკრები არ არის, რონალდ კუმანიც ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ყველაფრისთვის მზად ვართ, საინტერესო თამაში იქნება ბევრი კარგი ფეხბურთელით. მოედანზე უკეთესი თამაში დაგვჭირდება, მეტოქის ხარისხიდან გამომდინარეც და ამისთვის მზად ვართ“, - თქვა საუთგეიტმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და ნიდერლანდების მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.