ფეხბურთი

13:35 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალის ახალი ვარცხნილობა

ესპანეთის ნაკრების 16 წლის თავდამსხმელმა ლამინ იამალმა საფრანგეთთან ევრო 2024-ის ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს საზოგადოებას ახალი ვარცხნილობა აჩვენა.

ნახევარფინალური მატჩი ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის დღეს, 9 ივლისს, მიუნხენში, „ალიანს არენას“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ეს თამაში 10 ივლისს გაიმართება.

საერთო ჯამში, გასულ სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა

ამჟამად იამალი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე თამაშობს. ტურნირის ხუთ მატჩში გარემარბმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115669