ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ საფრანგეთის ნაკრებზე ისაუბრა, რომელთანაც ესპანელები ევრო 2024-ის ნახევარფინალში დღეს, 9 ივლისს ითამაშებენ.
„საფრანგეთი საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთია მსოფლიოს ორ საუკეთესო გუნდს შორის. მათ დაამტკიცეს თავიანთი კლასი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი, ნიმუში ამ მხრივ. ისინი კარგები არიან კონტრშეტევებში, ბურთთან მიმართებაში... ამ გუნდს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს“, - ციტირებს როდრის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის დღეს, 9 ივლისს გაიმართება. თამაში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა გერმანიას მოუგო, ფრანგები კი პორტუგალიელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ. მერვედფინალში ესპანელებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს აჯობეს, ფრანგებმა, თავის მხრივ, ბელგიელებს.