დღეს, 9 ივლისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე,“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის.
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრის მთავარ მსაჯად სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი დაინიშნა.
თანამსაჯები ასევე სლოვენიელები ტომაჟ კლანჩნიკი და ანდრაჟ კოვაჩიჩი იქნებიან. ვიდეო რეფერის (VAR) სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი სლოვენიელი ნეიც კაიტაზოვიჩია.
ნახევარფინალის გზაზე ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს (4:1) და გერმანიის (2:1 დამატებით დროში) ნაკრებებს მოუგო. ფრანგები, თავის მხრივ, ბელგიის (1:0) და პორტუგალიის (1:1, 5:3 პენ.) გუნდებზე ძლიერები აღმოჩნდნენ.
მეორე ნახევარფინალში ინგლისი და ნიდერლანდები ითამაშებენ.