ფეხბურთი

19:59 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ტრანსფერს "ვალენსიას" მაღალი ფინანსური მოთხოვნა აფერხებს

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ვალენსიური მომავალი გაურკვეველია.

Marca-ს ცნობით, ის „ვალენსიას“ პრესეზონზე 28 ივლისს შეუერთდება, მანამდე კი დამსახურებულ შვებულებაშია და აქვს დრო, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით მშვიდად იფიქროს.

„ვალენსიასთვის“ მამარდა მთავარი ფინანსური აქტივია, კლუბის პრეზიდენტი პეტერ ლიმიც ფიქრობს, რომ მის გასაყიდად ახლა იდეალური დროა, მაგრამ ლიმი 40 მილიონ ევროს ითხოვს, ამ თანხის გადამხდელი კლუბი კი ბაზარზე არ გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ევრო 2024-ზე დიდებულად ითამაშა.

საქმე ისაა, რომ ამბიციური კლუბების უმეტესობა მეკარის პოზიცია დაკომპლექტებულია, ტრანსფერისთვის მაღალი ღირებულებაც ხელისშემშლელი ფაქტორია.

23 წლის ქართველ მეკარეს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას „ლოს ჩეს“ მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.134005