ფეხბურთი

15:31 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ზოგადად ფეხბურთისთვისაა ძვირფასი მოთამაშე"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარა ფეხბურთისთვის ძვირფასი მოთამაშეა და დარჩება თუ არა, „ნაპოლიში“, გადამწყვეტი იქნება მისი სურვილი.

„კვარა ძლიერია, კარგი ევროპის ჩემპიონატიც ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ვარსკვლავის დაბადება, რადგან იქ უკვე ვარსკვლავის სტატუსით ითამაშა. მას „ნაპოლისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს, კლუბი მზადაა 3-4 მილიონამდე გაუზარდოს ხელფასი. პრობლემა ისაა, რომ 7.5 მილიონს სთავაზობს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობის პერსპექტივით. რა უნდა გააკეთოს ამ დროს ფეხბურთელმა? დე ლაურენტისმა შეიძლება პსჟ-ს 80 მილიონი მოსთხოვოს, მაგრამ კონტეს ფეხბურთელის შენარჩუნება ის, მიმზიდველი ფეხბურთელია, ინდივიდუალურ დუელებში განსაკუთრებით დომინანტია და ზოგადად ფეხბურთისთვის ძვირფასი ფეხბურთელია, ის ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, რასაც გუნდისთვის გოლები მოაქვს. როგორ დამთავრდება ეს სიტუაცია? ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტია. თუ ის „ნაპოლიში“ დარჩენას გადაწყვეტს, გულშემატკივრებისთვის დიდ საქმეებს გააკეთებს“, - თქვა პადოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან „ნაპოლი“ კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116125