ფეხბურთი

14:46 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერდოღანი თურქეთის ნაკრებს ნიდერლანდებთან წაგების შემდეგ გასახდელში ესტუმრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ევრო 2024-ის მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდეთან წაგების შემდეგ (2:1) ეროვნული ნაკრების გასახდელს ეწვია.

„გილოცავთ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი შედეგი იყო, თქვენ ჩვენი ჩემპიონები ხართ და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ამ გუნდს მომავალი აქვს და მჯერა, რომ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ. თქვენ ეს გზა უკვე წარმატებით გაიარეთ“, - ციტირებს ერდოღანის სიტყვებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

35-ე წუთზე თურქმა მცველმა სამეტ აკაიდინმა გახსნა ანგარიში. 70-ე წუთზე ნიდერლანდელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს. თავი მცველმა სტეფან დე ვრეიმ გამოიჩინა. ექვსი წუთის შემდეგ, ნიდერლანდებმა შეძლეს დაწინაურება: თურქმა მცველმა მერტ მულდურმა ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.

0.111615