ფეხბურთი

12:53 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა 2024 წლის კოპა ამერიკიდან გუნდის გავარდნაზე ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა 2024 წლის კოპა ამერიკის მეოთხედფინალთან დაკავშირებით ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, მისი გუნდი პენალტების სერიაში ურუგვაისთან დამარცხდა (0:0, 2:4 პენალტები) და ტურნირს გამოეთიშა.

„ორლანდოში პირველი დღიდან ვვარჯიშობდით პენალტებზე, ვიცოდით, რომ სავარაუდოდ მოგვიწევდა შესრულება. სამწუხაროდ, როდრიგოს (გოესს) მოედნის დატოვება მოუხდა მატჩის მიწურულს.

თუმცა ის ერთ-ერთია პენალტების შემსრულებელთაგან. სათადარიგოთა რიგებიდან შემოსულებმაც კარგად ითამაშეს და გვეხმარებოდნენ. ვიღაცას უნდა დაეშვა შეცდომა. სამწუხაროდ, ედერ მილიტაომ და დუგლას ლუიშმა ვერ გაიტანეს, შედეგად დავმარცხდით“, - ციტირებს დორივალის სიტყვებს Globo Esporte.

2024 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალში ურუგვაი კოლუმბიას დაუპირისპირდება. მატჩი 11 ივლისს გაიმართება.

0.110597