მილანის „ინტერმა“ „ნაპოლიდან“ პიოტრ ჟიელინსკი დაიმატა. ტრანსფერი „ნერაძურიმ“ ოფიციალურად დაადასტურა.
პოლონელმა ნახევარმცველმა „ინტერთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. ჟიელინსკის „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება ამოეწურა, შესაბამისად, „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
პიოტრ ჟიელინსკის მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც ჯერ „უდინეზეს“, მერე „ემპოლის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2016-2024 წლებში „ნაპოლის“ მაისურით 364 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა.