ტურინის „იუვენტუსი“ და „რომა“ ფედერიკო კიეზას სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ტურინელებმა რომაელთა შეთავაზება მიიღეს, რომელიც მხოლოდ 20 მილიონ ევროს შეადგენს.
შესაბამისად, „იუვე“ თანახმაა 26 წლის ფეხბურთელი 20 მილიონად გაასხვისოს, რაც ორი ფაქტორითაა გამოწვეული: კიეზა ახალი მთავარი მწვრთნელის, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, გარდა ამისა, კონტრაქტი გაისად ეწურება.
თუმცა, კიეზას ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია. მას თამაში ჩემპიონთა ლიგაზე სურს, „რომა“ კი, ამ ტურნირზე მომდევნო სეზონში ვერ ითამაშებს. ამიტომაც, ფედერიკო ისევ ეძებს კლუბს, რომელიც გაისად ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში მონაწილეობს.
ფედერიკო კიეზამ კარიერა „ფიორენტინაში“ დაიწყო, ხოლო „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 131 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.