ფეხბურთი

16:01 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" დირექტორი: "ვიმედოვნებთ, რომ მიქაუტაძის ტრანსფერზე შეთანხმებას მალე მივაღწევთ"

„მონაკოს“ გენერალურმა დირექტორმა ტიაგო სკურომ „მეცთან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაადასტურა.

როგორც მან თქვა, აქვს იმედი, რომ შეთანხმება შედგება და ქართველ ფორვარდს დაიმატებენ.

„ვეძებთ თავდამსხმელს, რათა სამწვრთნელო შტაბს მეტი არჩევანი მივცეთ. ამ პოზიციაზე ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს (ბრილ ემბოლო და ფოლარინ ბალოგუნი - რედ). თუმცა მიქაუტაძესთან გვაქვს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ კარგ და სამართლიან შეთანხმებას.

ვეძებთ გზას, რათა „მეცის“ მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. პირდაპირ ვესაუბრები „მეცის“ პრეზიდენტს, კლუბებს შორის პირდაპირი კავშირია და იმედი გვაქვს, რომ დადებითი შედეგი გვექნება“, - თქვა სკურომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მონაკოს“ გარდა, „მარსელს“, „ლანსს“, „ვესტ ჰემს“, „ბოლონიას“ და „ლიონს“ უკავშირებენ. ქართველი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე დღემდე თანაბომბარდირია 3 გოლით.

0.123754