ნიკოლო ძანიოლო იტალიაში დაბრუნდა და კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ძანიოლო „ატალანტამ“ სტამბოლის „გალათასარაიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.
ძანიოლომ გასული სეზონიც იჯარით ჩაატარა, ოღონდ „ასტონ ვილაში“, სადაც 39 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. „გალათასარაიში“ მან 2022-2023 წლების სეზონში მხოლოდ 11 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა. მანამდე ნიკოლო „რომას“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 128 თამაშში 24 გოლი გაიტანა.