„ნაპოლიმ“ ლეონარდო სპინაცოლას ტრანსფერი შეათანხმა. Sky Sport-ის ცნობით, გამოცდილმა მცველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და „აძურის“ შეუერთდება.
სპინაცოლა „ნაპოლისთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის იტალიურ კლუბში უფასოდ გადავა, რადგან თავისუფალი აგენტია. ლეონარდოს „რომასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და დედაქალაქური კლუბი უკვე დატოვა.
31 წლის ფეხბურთელი მარცხენა მცველია, შესაბამისად, მისი ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც მისი ტრანსფერი საინტერესო ამბავია, რადგან ერთ ფლანგზე თამაში მოუწევთ.
ლეონარდო სპინაცოლას არაერთგან უთამაშია, „რომამდე“, „იუვენტუსის“ და „ატალანტას“ წევრი იყო. მისი კარიერის პიკი გახლდათ 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც შესანიშნავად ითამაშა და „სკუადრა აძურას“ რიგებში ჩემპიონიც გახდა.