ფეხბურთი

1:52 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ფედერიკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზას ყიდის. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

კიეზა ტურინელთა ახალი მწვრთნელის, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და მას არ განიხილავს გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად. ამიტომაც, „იუვე“ მზადაა 26 წლის შემტევი გაყიდოს.

კიეზას „იუვესთან“ კონტრაქტი გაისად ეწურება, რომლის განახლებაზეც ვერ შეთანხმდნენ, შესაბამისად, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა ყველა შეთავაზება განიხილოს, რომელსაც ამ ზაფხულს მიიღებს.

კიეზას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „რომა“ იჩენს, თუმცა ასევე ასახელებენ „ნაპოლის“, „ასტონ ვილას“ და „ნიუკასლის“ ვარიანტებს. ფეხბურთელის ფასი 30-35 მილიონი ევროა.

ფედერიკო კიეზამ კარიერა „ფიორენტინაში“ დაიწყო, ხოლო „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 131 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.

0.11402