კილიან მბაპეს ძმა, ეთან მბაპე კარიერას „ლილში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
17 წლის ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „ლილთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეთან მბაპე პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 5-ჯერ ითამაშა.