ფეხბურთი

15:39 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა - გვამცნობს გუნდის პრესსამსახური ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

54 წლის ნიდერლანდელ მწვრთნელი გუნდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. პრემიერლიგის გასული სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ცხრილში მერვე ადგილი დაიკავა, 38 მატჩში 60 ქულა მოაგროვა და გუნდთან ერთად ინგლისის თასი მოიგო, ფინალში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა (2:1). ეს კლუბს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე მონაწილეობის უფლებას აძლევს.

2022/2023 წლების სეზონში ერიკ ტენ ჰაგმა გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

0.109496