12:19 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის მეოთხედფინალის წინ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა კილიან მბაპეს ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა

რანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გაი სტეფანმა პორტუგალიის ნაკრებთან ევრო 2024-ის მეოთხედფინალური მატჩის წინ თავდამსხმელ კილიან მბაპეს ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ყველა ჩვენებურად ვზრუნავთ კილიანის ტრავმაზე. იოლი არ არის მისთვის ასეთ ვითარებაში ყოფნა. სეზონის დამღლელი დასასრული ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ძალიან თანმიმდევრულია ყველაფერში და მზად არის ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღოს“, - ციტირებს სტეფანის სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ავსტრიის ნაკრებთან (1:0) მბაპემ ცხვირის ძვალი გაიტეხა. ამ მიზეზით, თავდამსხმელი იძულებულია ატაროს ნიღაბი, რაც, ფეხბურთელის თქმით, მას ხელს უშლის.

ევრო 2024--ის მეოთხედფინალში საფრანგეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი 5 ივლისს გაიმართება ჰამბურგში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.121997