ფეხბურთი

11:46 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

არშავინმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმატების ორი მიზეზი დაასახელა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა განმარტა, თუ როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფში გასვლა.

„როგორ მოახერხა საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენა? ოთხი მოთამაშის გამო. ესენი არიან: მეკარე (მამარდაშვილი), ხვიჩა, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი.

სანიოლის დისციპლინა - ჩვენ საყოველთაოდ მიღებული აზრი გვაქვს, რომ ქართველებს მხოლოდ შეტევაში უყვართ თამაში. მაგრამ ამჯერად სხვაგვარად ორგანიზებული გუნდი ვიხილეთ.

ამ ფაქტორებმა საქართველოს პორტუგალიის დამარცხების საშუალება მისცა. ამ გამარჯვებამ კი მათი ჯგუფიდან გასვლა განსაზღვრა", - ციტირებს არშავინის სიტყვებს championat.com.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა (ოთხი ქულა) პორტუგალიასთან (ექვსი ქულა), თურქეთთან (ექვსი ქულა) და ჩეხეთთან (ერთი ქულა) პაექრობაში. მერვედფინალში კი ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114228