ფეხბურთი

21:46 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „ფულჰემთან“ ჟოაო პალინიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

„რეკორდმაისტერი“ ინგლისურ კლუბს ჯამში 55 მილიონ ევროს გადაუხდის და პორტუგალიელ ნახევარმცველთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მოსალოდნელია, რომ გარიგება ოფიციალურად უახლოეს ხანში დადასტურდება.

ჟოაო პალინიამ კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო, შემდეგ იყო „მორეირენსეში“, „ბელენენსეში“ და „ბრაგაში“, ხოლო „ფულჰემში“ 2022 წელს გადავიდა და 79 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.116669