ფეხბურთი

20:35 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას საკითხიც გადაწყვეტილია და ოთხი ტრანსფერიც"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კარგად მუშაობს და უკვე გადაწყდა ხვიჩა კვარაცხელიას საკითხიც, რომელიც გუნდში დარჩება.

“კლუბი სატრანსფერო ბაზარზე კარგად მუშაობს, კონტემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსფერებში. უნდა შევაქოთ მანაც, რომელიც განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს.

ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორ და საჭირო დროს. მოაგვარეს ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა დი ლორენცოს და კვარაცხელიას გუნდში დარჩენა. ოთხი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და ლუკაკუსაც დაიმატებენ“, - თქვა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის გაზრდაზე. ჯერჯერობით, ოფიციალურად გადაწყვეტილება არ დადასტურებულა.

0.110525