„დინამო თბილისში“ საბა ხვადაგიანი დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველი ფეხბურთელი „დინამომ“ ნეთანიას „მაკაბიდან“ ერთწლიანი იჯარით დაიბრუნა. საბა „დინამოს“ აღზრდილია, სადაც 2020-2023 წლებში თამაშობდა, შემდეგ ის ისრაელში გადავიდა, სადაც 8 მატჩი ჩაატარა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ისევ „დინამო თბილისის“ რიგებში გაირჯება.