ფეხბურთი

22:39 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების საზეიმო ცერემონია თბილისში
საქართველოს პრეზიდენტმა ფეხბურთელებს და მთელ სტაფს ღირსების ორდენები გადასცა

თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს. ნაკრების ღია ავტობუსმა სტარტი „მიხეილ მესხის“ სტადიონიდან აიღო თავისუფლების მოედნამდე მივიდა.

გზაში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი მიაცილებდა და დანიშნულების ადგილიც პირთამდე გადავსებულია - თბილისში ნამდვილად დაუჯერებელი ამბავი ხდება.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ავტობუსიდან ლაივკადრებიც ჩართეს. ზეიმს მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე ვერ ესწრებიან. ლობჟანიძე "ატლანტა იუნაიტედს" შეუერთდა, რომელსაც MLS-ში სეზონი აქვს, ხოლო მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში მოუბოდიშა გულშემატკივარს და თქვა, რომ ოფიციალური ვალდებულებების გამო ვერ ესწრება ღონისძიებას - დიდი ალბათობით, გიორგი ახალ გუნდთან კონტრაქტის გაფორმების ბოლო დეტალებს აგვარებს.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს, მათ შორის, იმათ, ვინც ევრო 2024-ის განაცხადში არ იყვნენ, მაგრამ მარტის პლეი-ოფში იყვნენ განაცხადში, ასევე, ნაკრების მთელ სტაფს ღირსების ორდენები გადასცა.

ამჟამად საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064883