ფეხბურთი

21:46 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ბოდიში, რომ გუნდთან ერთად ზეიმზე არ ვარ, მალე ისევ შევხვდებით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე თბილისში საზეიმო მსვლელობას ვერ ესწრება, რის გამოც მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ოფიციალური ვალდებულებების გამო გიორგი გუნდთან ერთად არ არის და ფანებს ბოდიში მოუხადა.

“მინდა ბოდიში მოგიხადოთ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს”, - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ერთხელ კი, საგოლე პასი გააკეთა.

0.11448