ფეხბურთი

21:29 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია "არისის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ „აპოელთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „არისს“ შეუერთდა.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. გიორგიმ ლიმასოლელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს მის კარიერაში მესამე კვიპროსული გუნდია „ანორთოსისის“ და „აპოელის“ შემდეგ.

„აპოელში“ ის 2021 წლიდან თამაშობდა და 96 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, წელს, კვიპროსის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მანამდე ქვილითაიას „დილაში“, „დიორში“, „დინამო თბილისში“, „რაპიდსა“ და „გენტში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.066919