ფეხბურთი

16:13 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მიქაუტაძისთვის ბრძოლაში "ლანსი" დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლანსი“ დაწინაურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ვებგვერდი La voix du nord-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, დღევანდელი სიტუაციით, 23 წლის ქართველის გადაბირების საქმეში, „ლანსი“ უფრო წინაა ვიდრე „მონაკო“, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, თითქოს ლიდერობდა გიორგისთვის ბრძოლაში.

"ლანსში" გადასვლის მომხრე თვითინ გიორგი და მისი აგენტი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უფრო "მონაკო" ურჩევნია. "ლანსის" სპორტული დირექტორი პიერ დრეოსია, რომელიც "მეცში" მუშაობდა და მიქაუტაძეს მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის. დრეოსი "მეციდან" "ლანსში" რამდენიმე კვირის წინ გადავიდა.

„მეცმა“ მიქაუტაძე „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის „გრენატების“ რიგებში არ დარჩება და მიმდინარე ზაფხულს კლუბს შეიცვლის.

გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ევრო 2024-ზეც შესანიშნავად ითამაშა, სადაც ოთხ შეხვედრაში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

0.115787