ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის მკვეთრ რეაქციას გამოეხმაურა საფრანგეთთან ევრო 2024-ის მევედფინალში წაგების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა პრესკონფერენცია მას შემდეგ დატოვა, რაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ ვერ მოიგო ეროვნული ნაკრების „ოქროს“ თაობამ ვერც ერთი თასი და ჟურნალისტს „სულელი“ უწოდა.
„დე ბრუინმა სულელი მეძახა? ჰეი კევინ, პატარა შეხსენება: თქვენ მიერ ნახსენები საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და ესპანეთის „ოქროს თაობებმა" ფინალში ითამაშეს! თქვენ კი...ტიპური ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ იმის მოსმენა სურს, რამდენად კარგია. განებივრებული ბავშვივითაა“, - წერს პალმერი სოციალურ ქსელში.
ევრო 2024-ის მატჩი, რომელშიც საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებები შეხვდნენ, ფრანგების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ბელგიელთა მცველმა იან ვერტონგენმა გაიტანა.
ამრიგად, ფრანგები ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც პორტუგალიას შეხვდებიან. ბელგიელები კი შინ მიემგზავრებიან.