ფეხბურთი

12:19 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სონი დიდი ალბათობით „ტოტენჰემში“ დარჩება

როგორც ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში წერს, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა აპირებს ისარგებლოს 31 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტით 2026 წლის ზაფხულამდე. აღნიშნულია, რომ ეს პუნქტი გაწერილია სონის მოქმედ ხელშეკრულებაში.

31 წლის სონი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში გარემარბმა „სფურზის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა 17 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემმა,“ ინგლისის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა, რამაც უეფას ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მისცა.

0.116721