ფეხბურთი

0:32 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების სტატისტიკური მონაცემები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, პირველი მატჩიც მოიგო და ჯგუფიდანაც გავიდა, რითაც ქართული ფეხბურთის დიდი ისტორია დაიწერა.

გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც დაყრდნობილია უეფას ვებგვერდს:

მატჩი - 4
მოგება - 1
ფრე - 1
წაგება - 2
გატანილი გოლი - 5 (საშუალოდ მატჩში 1.25) – 3 მიქაუტაძე, 1 კვარაცხელია, 1 ავტოგოლი
გაშვებული გოლი - 8
სეივი - 29 (უეფას მონაცემებით)
ბურთის ფლობა (საშუალოდ) – 38.25%
მშრალი კარი - 1
ყვითელი ბარათი - 7
წითელი ბარათი - 0
ზუსტი პასები - 81.5%
წარმატებული ვარდნა - 34 (საშუალოდ 8.5)
მოპოვებული ბურთი - 169 (საშუალოდ 42.25 მატჩში)
3 გოლი მარჯვენა და 1 გოლი მარცხენა ფეხით გავიტანეთ
3 საგოლე პასი - ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე, კაკაბაძე
საქართველოს ყველა გოლი საჯარიმოს შიგნიდან გავიდა (ორი პენალტით)
ხარიხა და ძელი - 2
კუთხური - 14
დარტყმები სულ - 31 (8 კარში, 15 არაზუსტი, 8 დაბლოკილი)

ფეხბურთელების მატჩები

გიორგი ლორია - 0
ლუკა გუგეშაშვილი - 0
გიორგი მამარდაშვილი - 4 (შეუცვლელად)
ოთარ კაკაბაძე - 4 (შეუცვლელად)
ლაშა დვალი - 4 (შეუცვლელად)
გურამ კაშია - 4 (შეუცვლელად)
სოლომონ კვირკველია - 3 (2+1)
გიორგი გოჩოლეიშვილი - 0
ლუკა ლოჩოშვილი - 4 (2+2)
გიორგი გველესიანი - 3 (2+1)
ჯიმი ტაბიძე - 0
გიორგი ქოჩორაშვილი - 4 (შეუცვლელად)
ზურიკო დავითაშვილი - 4 (1+3)
გიორგი ჩაკვეტაძე - 4 (3+1)
ნიკა კვეკვესკირი - 1 (0+1)
ოთარ კიტეიშვილი - 2
სანდრო ალთუნაშვილი - 2 (0+2)
ლევან შენგელია - 0
ანზორ მექვაბიშვილი - 3 (2+1)
გიორგი წიტაიშვილი - 4 (2+2)
საბა ლობჟანიძე - 1 (0+1)
გაბრიელ სიგუა - 0
ხვიჩა კვარაცხელია - 4
ბუდუ ზივზივაძე - 2 (0+2)
გიორგი ქვილითაია - 1 (0+1)
გიორგი მიქაუტაძე - 4

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122104