ფეხბურთი

16:25 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ბაიერნს ნოიერი ჰყავს, თუ არ ვითამაშებ, "ბაიერნში" არ წავალ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე. როგორც მან აღნიშნა, „რეკორდმაისტერში“ იმისთვის არ გადავა, რომ მანუელ ნოიერის დუბლიორი იყოს, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მეკარე იქნება.

„ბაიერნს“ ჯერ კიდევ ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, ამჟამად, იქ გადასვლა შეუძლებელია. „ბაიერნში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ ვითამაშებ, თუ არ ვითამაშებ, არ წავალ“, - აღნიშნა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ შარშან მამარდაშვილი ახლოს იყო ბავარიულ გრანდში ტრანსფერთან, მაგრამ საბოლოოდ გარიგება არ შედგა. გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ესპანელები მას 35 ევროდ აფასებენ, მაგრამ ბრწყინვალედ ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ, დიდი შანსია, მისი ფასი გაიზარდოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111589