ფეხბურთი

15:57 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი: "დიდი პატივისცემა საქართველოს ნაკრებს და სანიოლს კარგი ტურნირისთვის"

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ბასტიან შვაინშტაიგერმა სოციალურ ქსელში ვილი სანიოლთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველოს ნაკრები დიდ პატივისცემას იმსახურებს.

„საბოლოოდ ძლიერმა ესპანეთმა დამსახურებულად მოიგო. მეოთხედფინალში ამ ეტაპზე ტურნირის ორი საუკეთესო ნაკრები შეხვდება. უდიდესი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მაღალ დონეზე ჩატარებული ტურნირისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში შვაინშტაიგერმა.

მოგეხსენებათ, შვაინშტაიგერი და სანიოლი მიუნხენის „ბაიერნში“ თანაგუნდელები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107896