ფეხბურთი

13:16 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

30 მოგერიება ოთხ მატჩში - გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში

გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. 1980 წლის შემდეგ, მას მერე, რაც მსგავს სტატისტიკას აღწერენ, ერთ ევროპის ჩემპიონატზე მამარდაშვილზე მეტი დარტყმა მხოლოდ ერთ მეკარეს იგორ აკინფეევს აქვს მოგერიებული.

გიორგიმ ევრო 2024-ზე ოთხ შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა, თუმცა ეს მის გარჯას არ აკნინებს, რადგან 30 დარტყმა მოიგერია - თურქეთთან 5, ჩეხეთთან 11, პორტუგალიასთან 5 და ესპანეთთან - 9.

უკეთესი შედეგი მხოლოდ აკინფეევს ჰქონია, რომელმაც ევრო 2008-ზე 32 დარტყმა მოიგერია, თუმცა მან ეს 5 მატჩში გააკეთა, გიორგიმ კი 30 დარტყმა ოთხ შეხვედრაში უკუაგდო.

კონკრეტულ ერთ ევროპის ჩემპიონატზე მეკარეების სეივების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხუთეული ასეთია:

1. იგორ აკინფეევი (რუსეთი, ევრო 2008) – 32 სეივი (5 მატჩში)

2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ევრო 2024) – 30 სეივი (4 მატჩში)

3. ფრანჩესკო ტოლდო (იტალია, ევრო 2000) – 30 სეივი (6 მატჩში)

4. პეტერ შმეიხელი (დანია, ევრო 1992) – 27 სეივი (5 მატჩში)

5. ლუის არკონადა (ესპანეთი, ევრო 1984) – 24 სეივი (5 მატჩში)

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური ჯილდოც მიიღო, გარდა ამისა, ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

0.130272