ფეხბურთი

21:47 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ ცნობილია

ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ სულ ცოტა ხანში ითამაშებს.

კიოლნში, „რაინენერგიშტადიონზე“ ჩვენთვის ისტორიული მატჩი შედგება და უკვე ცნობილია ორივე ნაკრების ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩთან შედარებით სასტარტოში ცვლილება არ გააკეთა, რაც მოსალოდნელი იყო.

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია; ფაბიან რუისი, როდრი, პედრი; იამალი, მორატა, უილიამსი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100838