ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ვალტერ საბატინიმ იტალიურ კლუბებს გიორგი მიქაუტაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შეძენა ურჩია.
„ძალიან დიდი გუნდებისთვის არა, მაგრამ რამდენიმე იტალიური გუნდისთვის საინტერესო პროფილის ფეხბურთელია გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ნაკრების ფორვარდი. მასზე უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობ. „აიაქსში“ ცუდი პერიოდი ჰქონდა, „მეცში“ დაბრუნდა. ახლო ძელთან კარგად თამაშობს, მცველებს ყოველთვის უქმნის პრობლემებს. რეკომენდაციას ვუწევ, თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე უკვე 3 გოლი გაიტანა და არ ვიცი, იტალიური გუნდები სხვებს თუ აჯობებენ. კიდევ ერთი საინტერესო ქართველი, ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, „ლევანტეში“ თამაშობს, გიორგი ქოჩორაშვილი“, - თქვა საბატინიმ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ საბატინიმ „ემპოლიდან“ „პალერმოში“ გადაიყვანა ლევან მჭედლიძე, რომელსაც მოგვიანებით მისი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა. საბატინის უკავშირდება იტალიაში ისეთი ფეხბურთელების გამოჩენა, როგორებიც პაულო დიბალა და ხავიერ პასტორე არიან.