11:50 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ზე იამალსა და გერმანულ კანონზე ისაუბრა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ფურია როხას“ 16 წლის გარემარბის ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა ევრო 2024-ის მერვედფინალური ეტაპის საქართველოსთან მატჩის წინ, რომელიც დღეს, 30 ივნისს გაიმართება.

„მასთან ყოველდღე ვურთიერთობთ. ის ასაკისათვის შეუფერებელ სიმწიფეს ავლენს, თუმცა განვითარების პროცესშია როგორც ფეხბურთელი ასევე როგორც პიროვნება. ყველანი ვართ პასუხისმგებელი ამ პროცესზე. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და მან უნდა ითამაშოს.

გერმანიის კანონი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანებს 23 საათის შემდეგ მუშაობას? გერმანული კანონმდებლობა არ ვიცი. არ გვგონია, რომ შესაძლოა ლამინის 23 საათის შემდეგ მოედნიდან გაყვანა დაგვჭირდეს...“ - ციტირებს დე ლა ფურნტეს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ნაკრები შესაძლოა დაჯარიმდეს 16 წლის იამალის შრომის გამო 23 საათის შემდეგ, რაც გერმანიაში კანონით აკრძალულია.

0.110812