ფეხბურთი

11:00 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მარსელის" მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა

მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დე ძერბის ხელფასი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

რობერტო დე ძერბი ბოლოს „ბრაიტონში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „პალერმოს“, „სასუოლოს“ და „შახტარის“ თავკაციც იყო.

0.11407