საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მატჩებს მართავს, სადაც ჯგუფური ეტაპი გადალახა, თუმცა ¼ ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრები 17:12 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი ლიეტუვას 10:7 სძლიეს. დღეს გამართულ მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 0:28 დამარცხდა და ¼ ფინალში მეტოქედ პორტუგალიის ნაკრები ერგო.
მეოთხედფინალური მატჩი პორტუგალიასთან ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 14:21 დამარცხდა და უკვე ხვალ, მე-5 - მე-8 ადგილებისთვის შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ხორვატიაში გამართულ ეტაპზე საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა.