ფეხბურთი

17:40 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Le10Sports: „ვესტ ჰემმა“ მიქაუტაძის შესახებ „მეცს“ შეთავაზება გაუგზავნა

ფრანგული გამოცემა Le10Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდმა, „ვესტ ჰემმა“ „მეცს“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ შეთავაზება გაუგავნა.

ფრანგული მედიის ცნობით, „ჩაქუჩები“ მზად არიან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირში იმაზე მეტი გადაიხადონ, ვიდრე თავად „მეცი“ ითხოვს, ანუ მათი შეთავაზება 20 მილიონ ევროს საკმაოდ აღემატება.

გარდა „ვესტ ჰემისა“, უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიქაუტაძით „ლიონი“ და „ლანსი“ არიან დაინტერესებული, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა, ასე რომ ინგლისურ გუნდს ქართველი შემტევის „მოსატაცებლად“ დიდი შრომის გაწევა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ ლიგა 1-ში აღზევებაში დაეხმარა და გუნდი ზაფხულში დატოვა, თუმცა „აიაქსში“ სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, ის ზამთარში საფრანგეთში დაბრუნდა და გუნდს ჩემპიონატში დასარჩენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოაპოვებინა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ლიგა 1-ის გასული სეზონი 13 გოლით და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115889