საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კიოლნის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.
„როგორც რიგითი ქართველი, კვარას გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ის მთელ ესპანეთის ნაკრებს ჯობია, არა იმიტომ, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, პირიქით. თუმცა, კვარაცხელიას გულშემატკივარი ვარ.
ჩემი აზრით, ესპანეთი გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს, შეგვიტევენ. თუმცა, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან, დაცვაში შეცდომების გარეშე და კონტრშეტევებზე კარგად გადავიდეთ. რთულ თამაშს ველოდებით, უკნიდან ვითამაშებთ, მაგრამ შეტევაშიც სახიფათოები ვიქნებით.
ნაჩოს განცხადება, რომ ბევრ გოლს გამიტანენ? ვერაფერს ვიტყვი, წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერია? პენალტებზე არა მარტო ახლა, არამედ ყველა თამაშის წინ ვვარჯიშობ, შესწავლილი მყავს მეტოქის ფეხბურთელები, ვინც შეიძლება დაარტყას, ასე რომ, ამ შეხვედრაში ამ ყველაფრისთვის მზად ვიქნები“, - თქვა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.