ფეხბურთი

15:41 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კამავინგა დეშამზე: „ის ბევრს არ ლაპარაკობს“

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ ევრო 2024-ის ბელგიასთან მერვედფინალური მატჩის წინ ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდე დეშამზე ისაუბრა.

„ის ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის ჩვენთანაა. ყველაფრით გვიწყობს ხელს. ტურნირის დასაწყისში ჩემთან მოვიდა და მითხრა, რა როლი მექნებოდა გუნდში. თუმცა მუდმივად არ ველაპარაკებით ერთმანეთს, რადგან ეს არ იქნება კარგი ეროვნული ნაკრებისთვის“, - ციტირებს კამავინგას სიტყვებს ონლაინ გამოცემა Marca-ს.

ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთის ნაკრები ბელგიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი ორშაბათს, 1 ივლისს გაიმართება.

0.12037