საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მატჩებს მართავს, სადაც პირველ დღეს ორი შეხვედრის მოგება შეძლო.
ქართველმა მორაგბეებმა პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრები 17:12 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი ლიეტუვას 10:7 სძლიეს. საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე ხვალ, მასპინძელი გერმანია იქნება.
შეგახსენებთ, ხორვატიაში საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, თეიმურაზ კოხოძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე.