ფეხბურთი

17:09 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: “მამარდაშვილი ესპანეთს საქმეს ძალიან გაურთულებს“

ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, ესპანურ Marca-სთან გიორგი მამარდაშვილის შესახებ „ვალენსიას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ისაუბრა:

„პირველივე ვარჯიშზე შევნიშნე, რომ გიორგი საიმედო და სწრაფი იყო. მას ბევრ ასპექტში ჰქონდა მოსამატებელი, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. მან ენა არ იცოდა და ის სირთულეები ჰქონდა, რაც ყველა ახალმოსულს, თუმცა მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და დიდი პოტენციალი ჰქონდა.

ამ ყველაფრის შემხედვარე, გადავწყვიტე ლა ლიგის პირველ ტურში კარში ქართველი ჩამეყენებინა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს სარიკსო გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე ასე არ მიმაჩნდა. ის სანდო მეკარეა, რომელსაც მეტოქის დარტყმების მოგერიება და გუნდისთვის ქულების მოტანა შეუძლია, ეს კი სწორედ ის არის, რასაც მეკარისგან ვითხოვ.

კვირას გასამართ მატჩში ესპანელებს ქართველთა კარის ასაღებად დიდი შრომა მოუწევთ. მამარდაშვილი მათ საქმეს ძალიან გაურთულებს“ - განაცხადა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ ბორდალასი ის მწვრთნელია, რომელმაც გიორგი მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი მისცა და ეს გადაწყვეტილება როგორც კლუბს, ისე ქართველ მეკარესაც ძალიან დაეხმარა.

ევრო 2024-ზე საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121634