14:46 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სუპერკომპიუტერმა ევრო 2024-ის მთავარ ფავორიტად ინგლისის ნაკრები დაასახელა

სუპერკომპიუტერმა Opta-მ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის ვინაობა მერვედფინალური მატჩების დაწყების წინ დაადგინა.

ამრიგად, Opta-ს მიაჩნია, რომ ევრო 2024-ზე გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი ინგლისის ნაკრებია (20%). ფავორიტთა სამეულში ასევე მოხვდნენ ესპანეთის (17.2%) და გერმანიის (15.8%) ეროვნული გუნდები.

საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად 0,3% ეძლევა - ყველაზე ნაკლები.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მერვედფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:

ესპანეთი - საქართველო;

გერმანია - დანია;

პორტუგალია - სლოვენია;

საფრანგეთი - ბელგია;

რუმინეთი - ნიდერლანდები;

ავსტრია - თურქეთი;

ინგლისი - სლოვაკეთი;

შვეიცარია - იტალია.

0.119337