„იუვენტუსის“ და „მილანის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის შესაძლოა სერბეთის ნაკრები ჩააბარონ - წერსTuttosport.
შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ „იუვენტუსი“ წლეულს მაისში დატოვა. მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა ყველა ტურნირზე 149 მატჩი ჩაატარეს, 80-ჯერ მოიგეს, 34-ჯერ ფრედ ითამაშეს და 35-ჯერ დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 25 ივნისს, სერბეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი დანიასთან ითამაშა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. ხოლო სერბები ტურნირს გამოეთიშნენ.
ამრიგად, სერბეთმა C ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.