ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის, მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა გობაძე დაიკავებს.
პარიზი 2024-ზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. გობაძის გარდა, ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იასპარეზებენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირი კი 5 აგვისტოს აიღებს სტარტს და 8 აგვისტოს დასრულდება.